|
2016-10-17 15:29:19, 880 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რადგან „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი ბოლომდე მობილიზებული იქნება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მიმართავს, არჩევნების მეორე ტურში იაქტიურონ. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი ბოლომდე მობილიზებული იქნება და „ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც იგივენაირად უნდა მოიქცეს: „მეორე ტურის თარიღი ჩანიშნულია. მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს და ვუთხრა, რომ მეორე ტური არის გადამწყვეტი, გადამწყვეტი იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ჰქონდეს კომფორტული უმრავლესობა თუნდაც იმისთვის, რომ მისთვის სასურველი მთავრობა დაამტკიცოს, თუნდაც იმისთვის, რომ კანონები მიიღოს და მათ შორის ორგანული კანონები მიიღოს. თუ მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს, ვინც პირველი ტური ვერ მოიგო, არ ექნებათ წარმატება, ასეთ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ვერ ექნება ის უმრავლესობა, რაც მას მისთვის სასურველ მთავრობას დაამტკიცინებდა. ამიტომაც, ნუ მოუსმენთ იმ უსაფუძვლო პანიკის მცდელობებს, რომ თითქოს საშიშია „ქართული ოცნების“ მაღალი ხარისხით წარმატება. ყველანი უნდა მივიდეთ მეორე ტურის არჩევნებზე, რადგან მეორე მხარეს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი ბოლომდე მობილიზებული იქნება. ჩვენც უნდა ვიყოთ შესაბამის ოლქებში ბოლომდე მობილიზებული იმისათვის, რომ საბოლოო წარმატება დადგეს“,-განაცხადა წულუკიანმა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურების და რამდენიმე უბანზე განმეორებითი კენჭისყრის სავარაუდო თარიღი დაასახელა. ცესკო-ს ინფორმაციით, 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)