10:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 15:24:23, 1511 ნახვა

სამართალი
არსებული ინფორმაციით, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეში ბრალდებულები ნათესავები არიან

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეში ბრალდებულები ნათესავები არიან, - ამის შესახებ საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, ბორის ჩაგუნავას მეუღლემ, ნატა ჩაგუნავამ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა.

მისი თქმით, ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი ოჯახის სიძეა. ამასთან, ნატა ჩაგუნავამ აღნიშნა, რომ ხეჩუაშვილს თავისი კუთვნილი ავტომობილი ჩაგუნავებზე ჰქონდა გაფორმებული.

"ამ მანქანით პატარებს კლინიკაში დაგვატარებინებდა. რა პრობლემაა ნათესავის მანქანა გადაიფორმო? ბანკთან ვალი ჰქონდათ, ეს ჩვეულებრივი რაღაცაა. იქიდან იარაღი, რომ გავიდა და მანქანა ჩვენზე რომ იყო გაფორმებული, ყველაფერი ჩვენ მოგვაწერეს. ვერ გეტყვით იარაღი იდო თუ არა მანქანაში, ასე ამბობენ. მანქანაში იარაღი ჩვენ არასდროს დაგვინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატარები დაგვყავდა. "გარაჟიდან" როდესაც გავიდა მანქანა, იქ იყო იარაღი. სახლში ჩვენ იარაღი არ გვქონია. რადგან მანქანა ჩვენზე იყო გადმოფორმებული, ჩვენ დაგვბრალდა", - განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის მეუღლემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

როგორც უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ სსკ-ის 236-ე მუხლით არის დაკავებული, მე-19/109 მუხლებით კი, ბრალი წარედგინა 1974 წელს დაბადებულ დ.ხ-ს.

შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს კოლმეურნეობის მოედანზე "პირიმზესთან" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის თვითონ გივი თარგამაძეც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics