03:50 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-18 09:34:20, 360 ნახვა

სამართალი
შსს-მ 159 აბი ე.წ. „ბიო“ ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მამა-შვილი - 1971 წელს დაბადებული ლევან რ. და 1991 წელს დაბადებული ლუკა რ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა ლუკა რ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 110 აბი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 36,3 გრ ტრიპტამინის ნაერთთა კლასს შეიცავს, ასევე ამოღებულია 18,8388 გრ კანაფის ფისი და 2,5681 გრ გამომშრალი მარიხუანა. ლევან რ-ს პირადი ჩხრეკისას ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი 49 აბი ამოიღეს, რომელიც 2,3048 გრ ფენეთილამინის ნაერთთა კლასს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით, ორივე დაკავებულს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება ლევან რ-ს მიმართ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ხოლო ლუკა რ-ს მიმართ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics