|
2016-10-17 13:44:41, 980 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში 52-ე და 32-ე ბატალიონების უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა , სამშვიდობო მისია უკვე დაასრულა. უწყების ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაცემის ცერემონიალი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. უფლებამოსილების გადაცემის ცერემონიალი საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავღანეთის სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო. შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას. ცერემონიალს ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე და ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური, ამერიკის არმიის გენერალ-მაიორი ჯონ ტომპსონი დაესწრნენ. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის საცეცხლე მხარდაჭერის ჯგუფისა და ტაქტიკური დაჯგუფება „ტაიგერის" ხელმძღვანელობა, ავღანეთის ეროვნული არმიისა და ფარვანის პროვინციის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები. ოფიციალური ცერემონიალის დამსწრე სამხედრო და სამოქალაქო პირებს სიტყვით მიმართა საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ და 52-ე ბატალიონის მაღალ პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება. V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიგა ავალიანმა კი, ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და 32-ე ბატალიონს წარმატება უსურვა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" წარმატებით შესრულებისთვის სპეციალური მედლები ქართველ სამხედროებს გენერალ-მაიორმა ჯონ ტომპსონმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ და ტაქტიკური დაჯგუფება „ტაიგერის" მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ჯეისონ დევისმა გადასცეს. 6 ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს კი, 52-ე ბატალიონისთვის გაწეული განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მედლები „ქაქუცა ჩოლოყაშვილი" გადაეცათ. დაჯილდოების დასრულების შემდეგ მაღალი რანგის სტუმრებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს და საზეიმო ტორტი გაჭრეს. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)