22:32 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 12:54:26, 1133 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მიროტაძე: "ფორუმი" "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას არც ერთ შემთხვევაში არ აპირებდა

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერის ანი მიროტაძის განცხადებით, პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არც ერთ შემთხვევაში არ ითანამშრომლებდა.

როგორც მიროტაძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა" იყო, არის და დარჩება დანაშაულებრივ რეჟიმად.

„არა მხოლოდ არ მიმდინარეობდა, არამედ საერთოდ არ დასმულა ეს საკითხი, რომც დასმულიყო, „ეროვნული ფორუმი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არც ერთ შემთხვევაში არ აპირებდა თანამშრომლობას, არ აპირებს ახლა და არც მომავალში. მსგავსი წინადადების განხილვა არასდროს არ გვქონია და მსგავსი შეთანხმება ბუნებაში არ არსებობს. წარმოდგენა არ მაქვს, ბარამიძეს ამის თქმა რაში დასჭირდა, ესეც გამოჩნდება ალბათ. შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მსგავსი ტიპის განხილვები არასდროს ყოფილა და ვერც ვერავინ გაბედავდა, „ეროვნული ფორუმთან“ ამაზე საუბარს. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და რჩება ჩემთვის პირადად დანაშაულებრივ რეჟიმად“, - განაცხადა ანი მიროტაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ განაცხადა, რომ "ეროვნული ფორუმი" და "თავისუფალი დემოკრატები", მათთან უმრავლესობის შექმნას აპირებდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics