|
2016-10-17 01:03:33, 2788 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი Lifestyle
კობახიძე მეორე ტურზე: ეს კიდევ ერთი გამოცდაა, როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების
”ქართული ოცნების” მყარი, დამაჯერებელი გამარჯვება მეორე ტურშიც უნდა განვიხილოთ, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა ჩვენი ქვეყნის მომავალი, უკეთესი განვითარებისთვიs, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს და მეორე ტურის დანიშნვას ეხაურება. როგორც კბახიძემ აღნიშნა, მეორე ტური კიდევ ერთი გამოცდაა, როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების. ვიცე-სპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ მეორე ტურს მმართველი გუნდი წარმატებით ჩააბარებს. "უკვე დაინიშნა არჩევნების მეორე ტური. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი გამოცდაა, როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების! დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ერთად წარმატებით ჩავაბარებთ ამასაც! რომ არა "ქართული ოცნების” მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, ეს მეორე ტური საჭიროც არ იქნებოდა და 8 ოქტომბერსვე, უპირობოდ გაიმარჯვებდა ჩვენი ყველა კანდიდატი. სწორედაც, რომ ჩვენი ინიციატივით დაწესდა ეს 50% -იანი ბარიერი, რაც უფრო მეტ დემოკრატიას და ბევრად უფრო სამართლიან გარემოს ნიშნავს, ვიდრე ოდესმე არსებულა ამ ქვეყანაში! აშკარა და უდავოა, რომ სახელისუფლებო გუნდს ყველაზე მეტად ენდო ამომრჩეველი და სწორედ, მას მისცა ხმა. სრულიად რეალურია, რომ დიახ, ეს მხარდაჭერა გვაძლევს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შესაძლებლობას და მოდით, ყველამ ერთად, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს უფრო სტაბილური და მშვიდობიანი. თავიდან იქნას აცილებული არაფრისმომცემი დაპირისპირება და შევძლოთ ის, რაც აქამდე მიუღწეველი იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაზე რაციონალური და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები ვიღაცის პარტიულ ინტერესს ეწირებოდა! სხვას რას მივაწეროთ , თუნდაც ის, რომ ყველაზე ხანგრძლივი და მასშტაბური საკონსტიტუციო კომისიაც კი უძლური აღმოჩნდა გაესწორებინა ქვეყნის უზენაეს კანონში ის ხარვეზები, რაც აშკარად არის და რისი გამოსწორების შანსიც, პრაქტიკულად არის ნული, თუკი პარლამენტში არ იქნება საამისო ნებაც და საამისო კვორუმიც. ამიტომ, ”ქართული ოცნების” მყარი, დამაჯერებელი გამარჯვება მეორე ტურშიც უნდა განვიხილოთ, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა ჩვენი ქვეყნის მომავალი, უკეთესი განვითარებისთვის! რა თქმა უნდა, ვამჯობინებდი, ის 27 % იც აეღო ნებისმიერ სხვა პროდასავლურ პარტიას, ან პარტიებს, გარდა იმისა, ვინც ის მოიპოვა და სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენი გონიერი, ღირსების მქონე, თავისუფლების მოყვარე ამომრჩევლის არცერთი ხმა უნდა წავიდეს იმ ძალის სასარგებლოდ, რომელსაც სარგებელი ნამდვილად არ მოუტანია არც ამ ქვეყნისთვის და არც ამ საზოგადოებისთვის! მე მჯერა, რომ კიდევ ერთხელ, ჩვენ ერთად ავირჩევთ ჩვენი შვილების უკეთეს მომავალს , მშვიდობას, კეთილდღეობას და არა შიშს და ძალადობრივ წარსულს, რომელიც არც ისე შორია! მიყვარხართ და მეიმედებით!", - წერს ანანა კობახიძე.
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)