17:17 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 17:47:39, 376 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ ბათუმის სტადიონის გამარჯვებული პროექტი წარადგინა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, ყინულის სასახლეში, ბათუმის სტადიონის გამარჯვებული პროექტი წარადგინა.

ღონისძიებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და სხვა ოფიციალური პირები, სპორტსმენები, გულშემატკივრები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, 22 წევრიანმა სპეციალურმა კომისიამ საბოლოო არჩევანი ესპანურ პროექტზე შეაჩერა. შპს „iberproex engineering & project management” -ის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით 2017 წელს  ბათუმში  ლეონიძის ქუჩაზე ე.წ „ელექტრ ო კარის“ ტერიტორიაზე არსებულ  8,4 ჰა მიწის ნაკვეთზე  აშენდება 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი. სტადიონის ტერიტორიაზე სპორტული ტერიტორია, ფრენბურთის მოედანი, სარეკრეაციო ზონა, რესტორნები, მაღაზიები, სავაჭრო ობიექტები და საინფორმაციო პუნქტები მოეწყობა. სტადიონზე ასევე VIP და მედიის სამუშაო ადგილები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები განთავსდება.

სტადიონს მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება და სპორტული ღონისძიებების გარდა კონცერტებისა და სხვა ტიპის ღონისძიებების გამართვა იქნება შესაძლებელი.

სტადიონის ექსტერიერის დიზაინში ტალღოვანი ზოლები დაკლაკნილი ხვეულებით მდინარე ჭოროხის შესართავსა და შავი ზღვის ტალღებს ასახავს. სტადიონი საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი.

გამარჯვებული პროექტის მიხედვით, მოხდება 8.4 ჰექტრის ათვისება. სტადიონის ფართობი მოიცავს 39 000 კვ. მეტრს. საცალფეხო გზას დაეთმობა 42 100 კვ მეტრი, ხოლო ფრენბურთის პავილიონისთვის გამოყოფილია 3600 კვ. მეტრი.

სპორტულ მოედანზე სხვადასხვა ტიპის სპორტული შეჯიბრება ჩატარდება. მათ შორის გიამართება ფეხბურთის, მძლეოსნობისა და ფრენბურთის შეჯიბრებები. სტადიონი UEFA-სა და FIFA-ს სტანდარტებს უპასუხებს. სტადიონი მძლეოსნობაში საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარების შესაძლებლობით IAAF-ის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

სტადიონის ავტოსადგომი 2000 მანქანას დაიტევს. გამარჯვებული პროექტის ღირებულება 579 000 ლარია.

 “ეს არ იქნება მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის, არამედ ქვეყნის და მთლიანად კავკასიის მასშტაბით გამორჩეული დიზაინის და სტანდარტების სპორტული ობიექტი. ის დააკმაყოფილებს ფიფასა და უეფას მოთხოვნებს, იქნება მრავალფუნქციური და კეთილმოწყობილი“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics