|
2015-03-17 17:03:15, 578 ნახვა
საზოგადოება
მალაიზიის დელეგაცია ქართულ რეფორმებს გაეცნო
იუსტიციის მინისტრმა მალაიზიის დელეგაცია მიიღო, რომელსაც კუალა ლუმპურის მერი აჰმად ფეზალ ტალიბი ხელმძღვანელობს. შეხვედრას ესწრებოდა, აგრეთვე, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ხელმძღვანელი ირაკლი გვენეტაძე. თეა წულუკიანმა სტუმრებს საქართველოში ელექტრონული მმართველობის, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის, ელექტრონული სერვისებისა და ღია მმართველობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები გააცნო; ისაუბრა ბიზნესის კეთებისა და ელექტრონული მმართველობის ინდექსების გაუმჯობესებაზე, საქართველოში ბიზნესის დაწყებისა და ქონების რეგისტრაციის გამარტივებულ სერვისებზე, ღია მმართველობის ინიციატივებზე. იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს დაწინაურებას ელექტრონული მმართველობის განვითარების დონის განმსაზღვრელ რეიტინგში, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ყოველ 2 წელიწადში აქვეყნებს და რომლის მონაცემების თანახმად, საქართველომ 72-ედან 56-ე ადგილზე გადაინაცვლა. მალაიზიური დელეგაციის ვიზიტის მიზანი ქართული რეფორმებისა და მიღწევების გაცნობაა. მისი წევრები საქართველოში 16 მარტს ჩამოვიდნენ და უკვე გამართეს შეხვედრა მონაცემთა გაცვლის სააგენტოში. დღესვე მალაიზიელი სტუმრები თბილისის მერ დავით ნარმანიასაც შეხვდებიან. დელეგაცია საქართველოს 20 მარტს დატოვებს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)