03:50 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 16:35:49, 344 ნახვა

სამართალი
არასამთავრობოები: საფუძვლიანი ეჭვია, რომ ბრალდებულის დაპატიმრება, შემდეგ მისი ხანგრძლივი პატიმრობა პროკურატურის თვითმიზნად იქცა

არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის ყოფილი მერისთვის, გიგი უგულავასთვის  წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ეხმაურებიან.

არასამთავრობოები  მიიჩნევენ, რომ გიორგი უგულავას მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში  პროკურატურისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები   პოლიტიკურად მოტივირებულობასთან დაკავშირებით ეჭვებს ბადებს.

ისინი   საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უარი თქვას მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოების პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნებისთვის გამოყენებაზე.

"2015 წლის 14 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება გიორგი უგულავასათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. ეს მაშინ, როდესაც უგულავას მიმართ წარმოებულ ერთ-ერთი ბრალდების საქმეზე აღკვეთის ღონისძიების მაქსიმალური, 9 თვიანი ვადა აპრილის დასაწყისში ეწურებოდა. სასამართლო, ახალი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, დაეყრდნო უგულავას წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც პირი ბრალდებული 2014 წლის 28 ივლისიდანაა. პროკურატურის მიერ მსგავსი შუამდგომლობის დაყენება და სასამართლოს მიერ მისი დაკმაყოფილება მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენების პრეცედენტია, ხოლო საზოგადოების ნაწილში არსებული განცდა, რომ ხელისუფლების თვითმიზანი პოლიტიკური ოპონენტის, გიორგი უგულავას პატიმრობაში ყოფნაა, ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო გამყარდა.

გიგი უგულავას წინააღმდეგ წარმოებული საქმეების რაოდენობა, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით ბრალდების წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის ქრონოლოგია, სერიოზულ ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულის დაპატიმრება, ხოლო შემდეგ მისი ხანგრძლივი პატიმრობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავარი პროკურატურის თვითმიზნად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ უგულავა 2013 წლიდან დღემდე ათამდე სავარაუდო დანაშაულებრივ ეპიზოდზეა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, სასამართლოს ჯერ არცერთ საქმეზე არ გამოუტანია შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელმა „წინასწარი პატიმრობის დროს დარღვევების“ საკითხებში, პედრო აგრამუნტმა, 2015 წლის თებერვალში საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებაში მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, არ გამოიყენოს წინასწარი პატიმრობა „პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის“. პედრო აგრამუნტი აღნიშნავს, რომ გაუკვირდა იმის გაგება, რომ წინა ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი, რომლებიც ამჟამად ოპოზიციაში არიან, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ზოგიერთი მათგანი კი – მკაცრ იზოლაციაშიც[1].

ხელისუფლებისათვის ყურადსაღები უნდა გახდეს გ.უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის მორიგ შეფარდებასთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ გამოხატული შეშფოთებაც. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ყოფილი მთავრობის წევრებისთვის დამატებითი ბრალის წაყენება ან ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლა, განსაკუთრებით თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ, წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ლიმიტისათვის გვერდის ავლის მცდელობას ჰგავს.“ საელჩომ ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი აღქმა, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების კამპანიაშია ჩართული[2]",-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა,  მედიის განვითარების ფონდი, იდენტობა, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics