15:06 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 18:38:22, 1996 ნახვა

ეკონომიკა
ზურაბ პატარაძე „პორტა თაუერის“ მშენებლობის პროცესს გაეცნო

ბათუმში მრავალფუნქციური სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსი "პორტა თაუერის" (Porta Batumi Tower) მშენებლობის პროცესს დღეს აჭარის მთვარობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე გაეცნენ. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

„პორტა თაუერი" აღჭურვილია სხვადასხვა ზომის სტუდიოს ტიპისა და ორ-სამ ოთახიანი საცხოვრებელი ფართებით, ასევე ზღვისა და მთის ხედის მქონე 12 პენტჰაუსით. გარდა საცხოვრებელი სახლებისა, „პორტა თაუერი" შედგება რამდენიმე შენობისგან. მიწისქვეშა დონეზე განთავსებულია 2-სართულიანი ავტოსადგომი მაცხოვრებელთათვის. ნულოვან სართულზე მოთავსებულია 12 სავაჭრო ფართი. 

კომპლექსში აგრეთვე მოთავსდება 100-ნომრიანი სასტუმრო ტერასა რესტორნით და ფიტნეს-სპა ცენტრით. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია კაფე-ბარი და საოფისე ფართების მოწყობა.

თავისი დიზაინითა და კონსტრუქციით Porta Batumi Tower არის მსოფლიო დონის პროექტი, რომელიც აშენებულია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, როგორიცაა საქართველოში მოქმედი ,,Barrette Pilings". კონსულტაციებისა და მშენებლობის კონტროლს ახორციელებს სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი. ხოლო Porta Batumi Tower-ის მსოფლიო დონის დიზაინი შეიმუშავა გაერთიანებული სამეფოს ცნობილმა არქიტექტორმა -ბროდვეი მალიანმა. მისი განხორციელებისთვის საქართველოში 70 მლ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.

მრავალფუნქციური სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსის ,,პორტა თაუერის" მშენებლობა 2016 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics