|
2016-10-13 18:08:16, 1596 ნახვა
სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად ირინე იმერლიშვილი დასახელდა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად ირინე იმერლიშვილი დასახელდა, - ამის შესახებ ახლადარჩეულმა მოსამართლემ გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კვერენჩხილაძემ აღნიშნა, იმერლიშვილის კანდიდატურა თვითონ წარადგინა. "პირად მე დავაყენე ქალბატონი ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა, სხვა მოსამართლეების ნაცვლად, ვერ გიპასუხებთ. გეტყვით იმას, რაც მეხება მე, სხვა კანდიდატურებზე ვერ გეტყვით", - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ. ირინე იმერლიშვილმა შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის განცხადებით, დასახელდა სხვა კანდიდატურაც, თუმცა ვინ, არ დააკონკრეტა. "ეს საჯარო ინფორმაციაა და პრესსსამსახური გაავრცელებს ინფორმაციას", - განაცხადა ფაფიაშვილმა. ცნობისთვის, თავმჯდომარის კანდიდატურის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 20 ოქტომბერს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)