|
2016-10-13 12:26:28, 1589 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში სექტემბერში შემოსული ფულადი გზავნილების რაოდენობა 13.1%-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 100.2 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 231.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის სექტემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13.1%-ით (11.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.5% იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 88.5% მოდიოდა. ამასთან, სებ-ის ცნობით, 2016 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.3 მილიონი აშშ დოლარი (35.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 13.8 მილიონი აშშ დოლარისა (33.1 მლნ ლარისა) გასული წლის სექტემბერში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)