09:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 14:59:01, 327 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: უსამართლობაა, დასაჯო სპეცრაზმელი იმისთვის, რაც მას არ დაუგეგმავს

"უსამართლობაა, დასაჯო სპეცრაზმელი იმისთვის, რომ მან რაღაც დავალება შეასრულა; თუ თქვენი ხელმძღვანელი გაძლევთ უკანონო დავალებას, სწორედ ის უნდა იყოს პასუხისმგებელი", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაბა ასპინძაში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამხარეო სამმართველო გახსნაზე შეკრებილ პოლიციელებს და სპეცრაზმელებს.
მთავრობის მეთაურმა უწყების თანამშრომლებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაარსების 10 წლისთავი მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი რეგიონში დანაშაულთან ბრძოლას გაცილებით გააუმჯობესებს.
პრემიერმა პოლიციელების საპასუხისმგებლო საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ.
„თქვენ 24 სააათის განმავლობაში დგახართ ჩვენი სახელმწიფოს სადარაჯოზე და მე ამისთვის მადლობას გიხდით, როგორც მთავრობის მეთაური და როგორც რიგითი მოქალაქე. თქვენ გაქვთ განსაკუთრებული სამსახური და ამას ხელისუფლების მხრიდან სათანადო დაფასება სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერი მიიჩნევს, რომ ხშირად, სპეცრაზმელის და პოლიციელის საქმიანობას მოქალაქეები და პოლიტიკოსები სათანადოდ ვერ აფასებენ და მათი მისამართით გაუგებარი ბრალდებები ისმის, რაც დიდი უსამართლობაა.
„უსამართლობაა, როდესაც სპეცრაზმელს დააბრალებ იმას, რაც მას არ დაუგეგმავს, არ გაუფიქრებია და ორგანიზება არ გაუკეთებია. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის გმირები, რადგან ტყვიაზე მიდიხართ და საკუთარ სიცოცხლეს წირავთ ჩვენი მოქალაქეებისთვის. უსამართლობაა, დასაჯო სპეცრაზმელი იმისთვის, რომ მან რაღაც ღონისძიება შეასრულა. თქვენ ხშირად არ გაქვთ ინფორმაცია, რა დავალებას ასრულებთ და პასუხისმგებელია ის ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ გაძლევთ ამა თუ იმ დავალებას. ვისურვებდი, უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს ყველამ, როდესაც საქმე ეხება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, სპეცრაზმელებთან ურთიერთობას, ვინაიდან თქვენ, ჯარისკაცები, ხართ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები და ვალდებული ვართ, დაგიცვათ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიციელი, სპეცსამსახურის თანამშრომელი არის ის ადამიანი, რომელიც მთელი თავისი შეგნებით ემსახურება ქვეყანას და ხელისუფლების პრიორიტეტია, კიდევ უფრო გაიზარდოს და გაღრმავდეს ნდობა პოლიციას და საზოგადოებას შორის.
„ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რაიმე ფორმით მოხდეს თქვენი სახელის დისკრედიტაცია და უსამართლო ბრალდებებით შემოტევა თქვენი მისამართით. თქვენ გყავთ გულწრფელი მხარდამჭერი ჩემი სახით, მინისტრის სახით. მინდა იყოთ დარწმუნებული, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი საქმე იყოს უფრო მეტად დაფასებული ამ ქვეყანაში. თქვენ 24 საათის განმავლობაში წარმოუდგენელ საქმიანობას ეწევით. დარწმუნებული ვარ, თქვენ ღირსეულად დაიცავთ ამ რეგიონის მოსახლეობას და ამაყი ვარ“, - მიმართა პრემიერმა პოლიციას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics