17:17 - 18 Aug, 2026
|
2015-01-11 11:20:47, 2518 ნახვა
საზოგადოება
გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბში შემაჯამებელი სხდომა გაიმართა
გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბში გუშინ საღამოს შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელზეც დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. თათბირს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ხელმძღვანელობს. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და ჯვრის უღელტეხილიდან კობამდე მონაკვეთზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. საკოორდინაციო შტაბის სხდომას შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ენერგეტიკის; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)