|
2015-03-17 12:21:11, 313 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის დაარსება შემოდგომისთვის იგეგმება
ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის დაარსება შემოდგომისთვის იგეგმება. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინსიტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტის დასრულების შემედეგ, წარმოდგენლი რეკომენდაციების შესაბამისად, ცენტრის ადგილმდებარეობის პროექტის ღირებულების პირველადი მონახაზი ერთობლივად განისაზღვრება. "ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ნატოსა და მოკავშირეების აქტიურ ჩართულობას ცენტრის დაარსების პროცესში, რადგან ეს უმნიშვნელოვანესია დასახული მიზნების მისაღწევად, ნატოს შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტის დასრულების შემედეგ, წარმოდგენლი რეკომენდაციების შესაბამისად, ერთობლივად განისაზღვრება ცენტრის ადგილმდებარეობის პროექტის ღირებულების პირველადი მონახაზი. დაახლოებით შემოდგომისთვის ვაპირებთ ცენტრის დაარსებას.ამ პროცესს სჭირდება გარკვეული პერიოდი.რაც შეეხება საფრთხეს, თუ რამდენად საფრთხის შემცველია, ვინაიდან მედიაში ჩნდება მოსაზრებები და ექსპერტების მხრიდანაც არის მოსაზრებები, რომ ეს ცენტრი შეიძლება ვინმესთვის საფრთხის შემცველი იყოს, ნატოს ასრებითი პაკეტით გათვალისწინებული ცენტრის დაარსება არ არის საფრთხის შემცველი, რადგან ეს არ გახლავთ სამხედრო ბაზა",-განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოში ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფი იმყოფება. დელეგაციის ვიზიტის მიზანი ნატო-საქართელოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრისთვის ინფრასტრუქტურის შეფასებაა. დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში ვაზიანის საწვრთნელ ბაზასა და ეროვნულ ცენტრ კრწანისს მოინახულებენ და მათი დასკვნის საფუძველზე ცენტრის ადგილმდებარეობა განისაზღვრება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)