|
2015-03-17 10:23:51, 338 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი:
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მისამართით გამუდმებული ლანძღვა, ბრალდებები ამ პარტიას მოხლოდ აძლიერებს. როგორც უსუფაშვილმა "მაესტროს" ეთერში განაცხადა, "რესპუბლიკური პარტიის" გაქრობას ბევრი სცდილობს და ამ მიზნით, მათ სხვადასხვა ბრალდებას უყენებენ, თუმცა უსუფაშვილის მტკიცებით, ეს მათ მხოლოდ აძლიერებს. "ვინც სცდილობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გააქროს, გინდ ხელკეტით, გინდ კანონის არასწორი გამოყენებით, გინდ ლანძღვა-გინებით, გულზე მჯიღის ცემით, ამითი "ნაციონალურ მოძრაობას" აძლიერებს, ეს ხალხი დღემდე მოვიდა ისე, როგორც მოვიდა, ძალიან დიდწილად იმიტომ, რომ მათთან პოლიტიკური ბრძოლა იყო არასწორად გათვლილი. თუ ჩვენ მიზნად დავისახავთ რომელიმე პოლიტიკური პარტიის გაქრობას, გინდა "ნაციონალური მოძრაობის, გინდა სხვა პარტიის, არ მინდა ახლა დავასახელო, თორემ ზეგ მეტყვით, რომ "ლეიბორისტული პარტიის" გაქრობა გინდოდათო. "რესპუბლიკური პარტიის", აი ბატონო, ყველაზე ნათელი მაგალითი.რამდენი სცდილობს "რესპუბლიკური პარტიის" გაქრობას, რამდენს უნდა რომ აღარ ვარსებობდეთ, რამდენი ნიაღვარი მოდის სხვადაასხვა ტიპის ხან ბრალდების, ხან მხილების. პოლიტიკურად ეს "რესპუბლიკურ პარტიას" მხოლოდ აძლიერებს. ამიტომ, ყველას მივმართავ, ვინც "რესბუპლიკური პარტიის" განადგურებითაა დაკავებული. გააგრძელეთ, ეს ამოცანა გქონდეთ, მაშინ ჩვენ მხოლოდ გავძილიერდებით", - განაცხადა დავით უსუფშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)