|
2016-10-08 12:53:51, 656 ნახვა
პოლიტიკა
BBC: საქართველოში ყველაზე არაპნოგნოზირებადი არჩევნები მიმდინარეობს
საქართველოში ყველაზე არაპნოგნოზირებადი არჩევნები მიმდინარეობს, - ამ სათაურით სტატიას BBC ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, საქართველოს მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებში მანდატის მოპოვებას ცდილობს. “საქართველოს მოსახლეობა აძლევს ხმას საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც განიხილება როგორც სტაბილურობის ტესტი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის”, - ნათქვამია სტატიაში. მედია საშუალების ინფორმაციით, პარლამენტში ადგილებისთვის 19 პოლიტიკური პარტია ერთმანეთს კონკურენციას უწევს. მთავარი ბრძოლა კი მმართველ პარტიას “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიცურ “ნაციონალურ მოძრაობას” შორის არის მოსალოდნელი. როგორც სტატიის ავტორი კვლევებზე დაყრდნობით წერს, ბევრ ამომრჩეველს არჩევნების წინა დღით გადაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ არ ჰქონდა. თბილისში BBC-ის კორეპონდენტის რაიან დემიტრის თქმით, მოქალაქეები არჩევნებით დაიღალნენ, რადგან სიღარიბე, უმუშევრობა და ვალები მათ ცხოვრებას კვლავ ამძიმებს. “ქართული ოცნება” იმედოვნებს, რომ მართვის მანდატს უზრუნველყოფს და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეკონომიკური წარმატების მოკრძალებულ ისტორიებზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის ევროპასთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე. “ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო აღიარება მოუტანა ყოფილი ეპატაჟური ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, 2012 წელს ციხეებში სასტიკი მოპყრობის სკანდალის შემდეგ გადაირჩიეს. „ნაციონალური მოძრაობა იმედოვნებს, რომ ქართველები დაიღალნენ მმართველი პარტიით და მისი დამფუძნებელი მილიარდერით ბიძინა ივანიშვილით. იმის მიუხედავად, რომ მან ოფიციალურად პოლიტიკა დატოვა, ბატონი ივანიშვილი კვლავ ფართოდ მიიჩნევა ქვეყანაში გადაწყვეტილებების მთავარ მიმღებად.
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
უკრაინელებმა სამარაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს, მოსკოვში კი კვლავ საჰაერო კოლაფსია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)