|
2016-10-08 12:36:59, 660 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: დაფიქსირდა გარკვეული უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც ცესკო-მ ოპერატიურად აღმოფხვრა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, პარტიის ოფისში მორიგი ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მოქალაქეებმა საკუთარი აზრი ქვეყნის განვითარებისთვის უნდა დააფიქსირონ. მისივე თქმით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. „გაგაცნობთ ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობის შესახებ. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში. დაფიქსირდა გარკვეული უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზები საარჩევნო უბნების ნაწილზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპერატიულად შეძლო ამ ხარვეზების აღმოფხვრა. მნიშვნელოვანია, რომ ფიქსირდება ამომრჩევლის მაღალი აქტიურობა, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ ამომრჩეველს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, რომ დააფიქსირონ საკუთარი სამოქალაქო პოზიცია და ხმა მისცენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ხმა მისცენ თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას“, - განაცხადა კობახიძემ.
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
უკრაინელებმა სამარაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს, მოსკოვში კი კვლავ საჰაერო კოლაფსია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)