2016-10-08 10:33:46, 720 ნახვა
პოლიტიკა
რუსთავში დამკვირვებელბმა ენმ-ს მხარდამჭერი ავტომანქანა, ე.წ. მოძრავი ოფისი დააფიქსირეს
რუსთავის #16 და #17 საარჩევნო უბნებთან მცირე ინციდენტი მოხდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნულ უბნებთან დამკვირვებლებმა „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის, მამუკა ჩიქოვანის მხარდამჭერი ავტომანქანა, ე.წ. მოძრავი ოფისი დააფიქსირეს.
როგორც ირკვევა, დამკვირვებლებმა კანდიდატის წარმომადგენელს გაფრთხილება მისცეს და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს. მათი მტკიცებით, მოწოდებაზე კანდიდატის მხარდამჭერის მხრიდან „მუქარა მიიღეს“.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან