|
2016-10-08 08:57:53, 869 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: მხარი დავუჭირე ჩვენი ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოჯახთან ერთად საუბრთალოს მე-4 ოლქში, 24-ე საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა. როგორც პრემიერმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. „მინდა საქართველოს მივულოცო არჩევნების ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მე რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს მომავალს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას, კეთილდღეობას თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას. მხარი დავუჭირე ჩვენი შვილების, ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობას, უკეთეს განათლებას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საქართველოს უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი. დარწმუნებული ვარ, როცა ჩვენი მოქალაქეები დარჩებიან საკუთარი თავის და სინდისის წინაშე, საქართველოს უკეთესი მომავლისთვის სწორ არჩევანს გააკეთებენ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)