10:33 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 07:04:35, 848 ნახვა

პოლიტიკა
4-მა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლის ჩასატარებლად „TNS OPINION" მოიწვია, “რუსთავი 2”-ის დაკვეთით კი, ეგზიტპოლებს GFK ჩაატარებს

ტელეკომპანიები -"იმედი", "საზოგადოებრივი მაუწყებელი", "მაესტრო" და "GDS"  არჩევნების დღეს ეგზიტპოლს ერთობლივად ჩაატარებენ. ტელეკომპანიებმა ეგზიტპოლის ჩასატარებლად  საქართველოში კომპანია "TNS OPINION" მოიწვიეს. როგორც ცნობილია,  აღნიშნულ კომპანიას 40-ზე მეტ ქვეყანაში, ხუთასზე მეტი კვლევა აქვს ჩატარებული.

გარდა ამისა, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით,  არჩევნებზე ეგზიტპოლებს ორგანიზაცია GFK ჩაატარებს. GFK-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები დღეს, საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, „რუსთავი 2“-ის ეთერით გახდება ცნობილი.

„რუსთავი 2“-ის მიერ დაქირავებული გერმანული კომპანიის GFK-ის წარმომადგენლებმა ორი დღის წინ პრეზენტაცია გამართეს  და ეგზიტპოლების ჩატარების მეთოდოლოგიაზე ისაუბრეს.

როგორც GFK-ს ვიცეპრეზიდენტმა ვადიმ ვოლოსიმ განაცხადა,  კვლევების ჩატარების კუთხით,  ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ და კვლევის ჩატარების მათი სტანდარტი ყველა ქვეყანაში თანაბრადაა დაცული.

მისივე თქმით,  კლიენტები კვლევის მეთოდებზე  ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ, რადგან  მათ საქმიანობაში  არ ერევიან.

კომპანია GFK-ს ვიცეპრეზიდენტის, ვადიმ ვოლოსის განხადებით, "TNS OPINION" მათი მთავარი კონკურენტია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics