|
2015-03-16 16:10:25, 546 ნახვა
პოლიტიკა
მეტეხის გვირაბთან, მტკვარზე არსებული ხიდი–ესტაკადის რეაბილიტაცია იგეგმება
ისნის რაიონში მეტეხის საგვირაბო კომპლექსის გაგრძელებაზე, მდინარე მტკვარზე არსებული ხიდი–ესტაკადის რეაბილიტაცია იგეგმება. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად კი, თბილისის მერიას უფლება მიეცა გამარტივებული ტენდერი გამოაცხადოს. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა. „„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს უფლება ქ. თბილისში, ისნის რაიონში მეტეხის საგვირაბო კომპლექსის გაგრძელებაზე, მდინარე მტკვარზე არსებული ხიდი-ესტაკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“, – ნათქვამია განკარგულებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)