10:33 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 19:20:05, 1099 ნახვა

პოლიტიკა
უსკო აჭარაში არჩევნების ჩასატარებლად მზად არის

აჭარაში არჩევნების ჩასატარებლად, ყველაფერი მზად არის, - ამის შესახებ უსკო-ს თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღანიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჯალაღანიამ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ყველა საორგანიზაციო საკითხი მოგვარებულია. ასევე, სრულ მზადყოფნაშია საარჩევნო კომისიების წევრებიმ და დამკვირვებლები. საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, თავმჯდომარე რაიმე გართულებას არ ელოდება.

ჯალაღანიას ინფორმაციით, 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მოქალაქეები უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატს; 6 მაჟორიტარული წესით, ხოლო 15-ს პროპორციული სიით აირჩევენ.

არჩევნებში 15 საარჩევნო სუბიექტი, 76 მაჟორიტარობის კანდიდატი მონაწილეობს.

არჩევნებისთვის უსკო-ში დამკვირვებლების სტატუსით 7 ადგილობრივი და 1 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დარეგისტრირდნენ.

აკრედირირებულები არიან ჟურნალისტები 16 მედია საშუალებიდან.

აჭარაში უბნებზე მისული ამომრჩეველი 4 ბიულეტინს მიიღებს. მწვანე და ყვითელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, ცისფერს და ვარდისფერს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნებისთვის.

რეგიონში გაიხსნება 348 უბანი, მათ შორის ერთი სპეც უბანი. არჭარაში ამომრჩეველთა რაოდენობა 2016 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით არის 300 506.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის სულ დაიბეჭდა 200 970 ბიულეტინი, ასევე მაჟორიტარული წესით ჩასატარებელი არჩევნებისთვის 200 970 ბიულეტინი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics