|
2015-03-16 15:58:38, 437 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 31 მარტს წარსდგება
საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში ორი კვირის შემდეგ, 31 მარტს შედგება. ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. სხვა დეტალები კი, უსუფაშვილის თქმით, მოგვიანებით დაზუსტდება. „მინდა გამცნოთ, რომ დღეს დილით შედგა საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან და ამ საუბრის შედეგად ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში შედგება ორი კვირის შემდეგ, 31 მარტს. თარიღი ბატონმა პრეზიდენტმა შემოგვთავაზა და მე მივეცი წინასწარი თანხმობა. მოგეხსენებათ, ეს საკითხი სწორედ ორ სახელმწიფო ინსტიტუტს შორის შეთახმებით წყდება და მინდა მოგახსენოთ ამის თაობაზე. სხვა დეტალები, როგორც ყოველთვის, დაზუსტდება უკვე მოგვიანებით, როდესაც მივუახლოვდებით ამ თარიღს. შესაბამისად, ამ კვირის განმავლობაში, ეს საკითხი აღარ გვექნება დღის წესრიგში“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)