15:02 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 16:31:12, 643 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: ხვალ თითოეული ჩვენგანი მოქალაქეობრივი აზროვნების ტესტს ვაბარებთ

მცხეთის საარჩევნო შტაბში დღეს  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ ბრიფინგი გამართა და თავის მამორჩეველს წინასაარჩევნოდ მიმართა.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, დღეს ისევე როგორც 2012 წელს , კვლავ  ისტორიული არჩევანის წინაშე დგას მოსახლეობა.

„არჩევნებამდე დარჩა ერთი დღე  და მსურს სწორედ საარჩევნო კამპანიის მიწურულს მივმართო ჩემს ამომრჩეველს, ქალაქ მცხეთისა და მცხეთის რაიონის მოსახლეობას მცხეთაში საარჩევნო კამპანია მთელი ამ ხნის მანძილზე დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ხელისუფლების სურვილია, რომ ხვალ არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს. ამისათვის სრულ მზადყოფნაშია მცხეთის საარჩევნო შტაბიც. ჩვენი მხრიდან წესრიგი და კანონმორჩილება როგორც ყოველთვის, გარდაუვალია. დღეს, ისევე როგორც 2012 წელს, კვლავ ისტორიული არჩევანის წინაშე ვდგავართ. ან ვაგრძელებთ წინსვლას კეთილდღეობისთვის, ან არადა ვბრუნდებით წარსულში. იმ წარსულში, რომლის გახსენებაც თითოეული ჩვენგანისთვის მხოლოდ ტკივილის მომგვრელია. საქართველო და მათ შორის მცხეთაც, ჩვენ ვიხსენით ძალადობისგან, კორუფციისგან, ადამიანების ჩაგვრისგან. მე მჯერა, რომ თითოეული მცხეთელი ხვალ, საარჩევნო ყუთებთან  კარგად გაიაზრებს ამას და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. მსურს მადლობა გადავუხადო ათასობით ადამიანს, ვინც წინასაარჩევნო პერიოდში ჩემთან შესახვედრად გამოვიდა. იმათაც, ვინც ვერ შეძლო მოსვლა, მაგრამ მათი პოზიცია ჩემთვის ცნობილია. შევეცადე, თითოეული მათგანისთვის ჩემი ხმა მიმეწვდინა. გპიდებით, რომ მომავალ 4 წელიწადში ისევე შევასრულებ ჩემს სიტყვას, როგორც გასულ პრიოდში. რაც შეეხება წისასაარჩევნო დღეს მცხეთაში, დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეზარ ჩოჩელის მხარდამჭერები ცდილობენ ხალხის მოსყიდვას ფულით.  შესაბამისი ორგანოები როგორც ყოველთვის, თავის სიმაღლეზე დგანან და მჯერა, რომ ოპონენტების მცდელობა, ფულით იყიდონ ხალხის ხმები, ფუჭად ჩაივლის.   ბოლოს, მივმართავ როგორც ჩემს ამომრჩეველს, ასევე ოპონენტებს. ხვალ თითოეული ჩვენგანი ვაბარებთ ტესტს  მოქალაქობრივი აზროვნების. ჩვენი ცხოვრება ხვალინდელი დღით არ სრულდება, ჩვენი ცხოვრება ხვალინდელი დღით იცვლება. გპირდებით, რომ ეს იქნება მხოლოდ სასიკეთო ცვლილებები ჩვენი ქვეყნისთვის“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics