|
2016-10-07 12:14:16, 1042 ნახვა
პოლიტიკა Lifestyle
კალაძე: ჩვენ ვართ ოცნების ჯარისკაცები, რომლებიც ახალგაზრდობის მომავლისთვის იბრძვიან
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი სა საარჩევნო შტაბის უფროსი კახი კალაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე მოქალქეებისდმი მიმართვას ავრცელებს. როგორც კალაძემ აღნიშნა, თითოეული მოქალაქის ხმა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. "მინდა, მოგმართოთ ყველას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური გემოვნებისა, მიუხედავად განწყობისა ამა თუ იმ პარტიის ან პოლიტიკოსის მიმართ. ჩვენ ყველამ გამოვიარეთ უმძიმესი წლები. დამოუკიდებელი საქართველოს თითქმის 25-წლიანი ისტორია ჩვენს თვალწინ იქმნებოდა-ჩვენი საშუალებით და მონაწილეობით. ამ პროცესებში ჩვენი სისხლი, ჩვენი ცრემლი და ჩვენი პირადი პატარა თუ დიდი ტრაგედიებია ჩაქსოვილი და ეს ჩვენი საერთო წარსულის სამუდამო შემადგენელი გახდა. ჩვენ დღეს ვქმნით საქართველოს მომავალს! ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს კონკრეტულად შენი - ერთი მოქალაქის ხმას, იმისთვის რომ არჩევნები ჩატარდეს სრულფასოვნად და ნორმალურად. ისე, როგორც ტარდება ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში", - წერს ყოფილი ვიცეპრემიერი. კალაძემ ასევე ახალგაზრდებს მიმართა და აღნიშნა, რომ ახალმა თაობამ თანამედროვე და აწყობილ საქართველოს უნდა მოეწსროს. "განსაკუთრებით, გამორჩეულად მინდა მივმართო ახალგაზრდობას: ძალიან მინდა, რომ უკვე თქვენმა თაობამ მოასწროს თანამედროვე, დალაგებულ, აწყობილ და მოწყობილ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენ არასწორად გვასწავლიდნენ პატრიოტიზმს- ამ სიტყვამ დაკარგა ფასი და მნიშვნელობა. დაკარგა ის საკრალური საწყისი, რაზეც საუკუნეებია იდგა ჩვენი ქვეყანა და აქამდე მოვედით. თუ ჩვენში არ იდება ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმის გრძნობა ისეთი, როგორიც გენეტიკურად მოგვდგამს, ვერაფერს შევქმნით ღირებულს. თქვენ უნდა შექმნათ, ახალმა სუფთა თაობამ ეროვნული იდეა, ქვეყნის სიყვარულის და პატრიოტიზმის ის კონცეფცია, რაც არ იქნება ხელოვნური, პროპაგანდისტული და უცხო სხეულივით თქვენს მენტალიტეტზე. პატრიოტიზმი არც სხვა ეროვნებების სიძულვილია, არც ჩოხით სიარული და არც სამშობლოს სადღეგრძელო. ეს განათლებაა, ერთმანეთის სიყვარული, ქართულ გენში გამჯდარი ტოლერანტობის გამოყენება და ის საუკუნეებში გამოტარებული ერთობა, რაზეც ეროვნული “მე” აშენეს ჩვენმა წინაპრებმა. ხშირად მითქვამს უფროსი თაობისთვის, კონკრეტულად ჩვენი პარტიის აქტივისტებისთვის, რომ ჩვენ ყველა, მთელი გუნდი- ვართ ოცნების ჯარისკაცები. დღეს მინდა მოგმართოთ თქვენც - ჩვენ ყველა ვართ თქვენი ჯარისკაცები! - ახალგაზრდობის მომავლისთვის მებრძოლი ჯარისკაცები და ამაში ერთიანები უნდა ვიყოთ! მიიღეთ მონაწილეობა თქვენთვის სასურველი მომავლის შექმნაში - აუცილებლად მიდით არჩევნებზე ! თქვენი მონაწილება საერთო პასუხისლგებლობის შემადგენელი ნაწილია", - ნათქვამია კახი კალაძის მიმართვაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)