|
2016-10-07 10:51:42, 742 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მხარდამჭერთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, საქართველოს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში, მხარდამჭერთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა ყველა კანდიდატი - ფატი ხალვაში, ვახტანგ წულაძე, ნუგზარ სურმანიძე, მუხრან ვახტანგაძე, ნუკრი ბეჟანიძე, ილია ვერძაძე, კობა ნაკაიძე, ილია ნაკაშიძე, ანზორ ბოლქვაძე, მერაბ კარანაძე, გიორგი რომანაძე, ხვიჩა შარაშიძე, დავით გაბაიძე, ირაკლი ჭეიშვილი, ცოტნენ ანანიძე, დავით თედორაძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, ნინო ჩხეტია, დავით ბაციკაძე, გიორგი მანველიძე და ნატალია ზოიძე. მაჟორიტარობის კანდიდატებმა შეკრებილებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული პროექტები გააცნეს. შემაჯამებელ შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და საპატიო ბათუმელები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა აჭარის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ახალ ინვესტიციებზე. „არაჩვეულებრივი მუხტია, არაჩვეულებრივი განწყობაა. ჩვენ ვგრძნობდით და ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას. გამარჯვებამდე სულ ცოტა დრო დარჩა. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ პროექტზე, თუ რა კეთდება ბათუმში, ახალ ინვესტიციებზე ჩვენს ქალაქში, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე, რომელსაც ორი დღის წინ ჩაეყარა საფუძველი. ასევე, სტადიონზე, რომელიც აუცილებლად ექნება ქალაქს სულ მალე. დღეს მართლაც არაჩვეულებრვი შეხვედრა იყო. ჩვენ ხალხმა მოგვცა მანდატი. დღეს ჩვენ გავაცანით მათ მომავალი 4 წლის გეგმები. ხალხთან ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ვიზეიმებთ წარმატებებს",-განაცხადა ზურაბ პატარაძემ (NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)