|
2016-10-06 19:11:58, 720 ნახვა
პოლიტიკა
„დასკვნების მიხედვით, საქართველოში თავისუფალი, კონკურენტული წინასაარჩევნო გარემოა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია“
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ევროსაბჭოსა და ეუთოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებზე დაყრდნობით, შეუძლია თქვას, რომ ქვეყანაში თავისუფალი, კონკურენტული, ღია წინასაარჩევნო გარემოა. ბაქრაძის შეფასებით, 8 ოქტომბერს თითოეული ადამიანის უფლება, რომ მივიდეს არჩევნებზე და გამოხატოს თავისი პოზიცია, უზრუნველყოფილი იქნება: „შუალედური დასკვნები , რომლებიც ევროსაბჭომ, ეუთომ გამოაქვეყნეს ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ საქართველოში არის თავისუფალი, კონკურენტული, ღია წინასაარჩევნო გარემო როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ისე მედიისთვის და ვფიქრობთ, ეს წარმოაგდენს მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს ქვეყნისთვის. NDI და IRI-სთან უკვე მქონდა შეხვედრა და ვფიქრობ, თითოეული მოქალაქისთვის უზრუნველყოფილი იქნება უფლება, რომ მივიდეს არჩევნებზე და გამოხატოს თავისი პოზიცია“,-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)