|
2016-10-06 17:48:54, 872 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: „რესპუბლიკური პარტია“ სჭირდება პარლამენტს და დარწმუნებული ვარ, ბევრი მოქალაქე ფიქრობს ასე
„რესპუბლიკური პარტია“ პარლამენტში იქნება, პარტია პარლამენტს სჭირდება და დარწმუნებული ვარ, საკმარისი რაოდენობით მოქალაქე ფიქრობს ასე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. უსუფაშვილის თქმით, „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს მყარი საფუძველი, რომ არჩევნებზე სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს. „არ ვაპირებ ჩავერთო ამ არც თუ ისე ღირსეულ შეჯიბრში იმის თაობაზე, როცა პოლიტიკური ლიდერები თავად იწერენ შედეგებს და მეტიც, ამით არ კმაყოფილდებიან, სხვებსაც კი უწერენ. მე ყოველთვის ვაფასებდი ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ ნიჭს, მაგრამ თუ ამდენი შეუძლია, რომ დილაობით უცებ გამოიცნოს, რომ ვიღაცამ უკან დაიწია, ვიღაცამ წინ წაიწია, ვიღაცამ მეორეზე, ეს უკვე ცოტა განსხვავებულ ნიჭთან გვაქვს საქმე. იგივე მიხეილ სააკაშვილის სიზმრები, რომელიც თვლის, რომ ქართველი ხალხი დაუძახებს ორ დღეში, ჩამოდი გვიპატრონეო. არც ერთი იქნება და არც მეორე. „რესპუბლიკურ პარტიას“ გვაქვს ძალიან სერიოზული და მყარი საფუძველი იმისა, რომ მივაღწიოთ სერიოზულ წარმატებას ამ არჩევნებზე, ეს წარმატება რა კონკრეტული რიცხვით იქნება გამოხატული, ამაზე სპეკულაციებს არ დავიწყებთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)