|
2016-10-06 17:44:44, 677 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია ლიტვის ელჩს გეიდრიუს პოუჯიუნასს შეხვდა
ლატვიის რესპუბლიკის ელჩის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლიტვის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ვიტაუტას რაკაუსკასი დაესწრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მომავალში მისი გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ლევან იზორიამ გეიდრიუს პოუჯიუნასს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპელემენტაციის პროცესში მხარდაჭერისა და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ექსპერტის მოვლინებისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ლიტვასა და საქართველოს შორის კიბერუსაფრთხოების, ლოგისტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროში ურთიერთობას, ასევე, საქართველოსა და ლიტვის სპეციალური ოპერაციების ძალების ინტენსიურ თანამშრომლობას, მათ შორის, ერთობლივ წვრთნებს, რომელშიც სპეციალური ოპერაციების ძალები მონაწილეობენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება ლიტვის მხრიდან საქართველოსთვის სამხედრო განათლების კუთხით გაწეულ მხარდაჭერაზეც გაამახვილა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სამხედრო განათლების მიმართულებით, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა მომავალშიც შენარჩუნდება.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)