|
2016-10-06 16:03:01, 1619 ნახვა
სამართალი
შსს-ს ადასტურებს, რომ გივი თარგამაძე გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ გამოცხადებულა
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე გამოკითხვაზეა დაბარებული და ის უწყებაში ამ დრომდე არ გამოცხადებულა. „გივი თარგამაძე გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. ჩვენი ინფორმაციით, ჯერჯერობით ვერ ახერხებს მობრძანებას“, - აცხადებენ შსს-ში. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოში მისვლისგან თავი შეიკავა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, აქედან გამომდინარე, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საქმის განხილვის გაჭიანურებაზე საუბარი ზედმეტია. ცნობისთვის,4 ოქტომებრს, კოლმეურნეობის მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)