|
2016-10-06 14:03:18, 918 ნახვა
პოლიტიკა
სამართლიანობის აღდგენა ჯერ არ დასრულებულა, პროკურატურაში ბევრი საქმეა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი გრძელდება და ჯერ არ დასრულებულა. “იმასაც შეგახსენებთ, რომ გამოძიება და ეს ყველაფერი გრძელდება, პროკურატურაში უამრავი საქმეა კიდევ, კიდევ ძალიან ბევრი საქმეა და ეს სამართლიანობის აღდგენა, რითაც საზოგადოება კმაყოფილი არ არის, ჯერ არ დასრულებულა. ეს პროცესი გრძელდება, მუქარა არ მინდა ეხლა, ღმერთმა დამიფაროს, თან არჩევნების წინ, რომ კიდევ მუქარით... მუქარას ისინი საკუთარი ქცევებით ახერხებენ... 26 მაისის შედეგები რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა პროკურატურამ და კიდევ მიდის იქ, პატარკაციშვილის საქმეზე და ათასი ძიებები მიდის, იგივე ახალაიების თემაზე, მამა თუ შვილი, ყველა ეს თემები მე ვიცი, რომ იქ ისევ გრძელდება. მაგრამ ეს არ არის მთავარი, ძირითადი დასასჯელი ვინც იყო, ხელმძღვანელობა, ვინც იდეოლოგიას ქმნიდა, ყველანი დაისაჯნენ” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)