|
2016-10-06 12:13:02, 827 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა
საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა. ელექტროსადგურ "ქართლის" გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას მნიშვნელოვანი სიახლე მიულოცა და საქართველოში ალტერნატიული ენერგიის წყაროს ამუშავება დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასა. მთავრობის მეთაურმა გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა პროექტის ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით კი ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, კახა კალაძეს, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა აღნიშნული პროექტი. "დღეს ჩვენ უკვე გვაქვს თანამედროვე სტანდარტების ქარის ელექტროსადგური, რომელიც ფუნქციონირებს ალტერნატიული ენერგიის წყაროს გამოყენებით. თავისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, ეს ელექტროსადგური მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რომლის ღირებულებაც 34 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს ელექტროსადგური საშუალებას მოგვცემს ზამთარში ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის ნაწილი დავაკმაყოფილოთ ქარის ენერგიის ხარჯზე. რაც მთავარია, ეს არის როგორც ეკონომიური, ისე ეკოლოგიური და უსაფრთხო ჩვენი მოსახლეობისთვის. საქართველოს აქვს ისეთი ალტერნატიული ენერგიის რესურსი, როგორიცაა ქარისა და მზის ენერგია. მჯერა, რომ ამ რესურსების სათანადოდ ათვისება დამატებით სიმძლავრეებს შესძენს ჩვენი ქვეყნის ენერგოსექტორს. დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო ხდება ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ მაქსიმალურად ვნერგავთ ყველა იმ სიახლეს, რომლითაც საქართველო იქცევა ჭეშმარიტად განვითარებულ, მოწინავე ტექნოლოგიების ქვეყნად“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. ელექტროსადგურ "ქართლის" პროექტი საქართველოს ,,ენერგეტიკის განვითარების ფონდისა" და `საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის” შვილობილმა კომპანიამ შპს ,,ქართლის ქარის ელექტროსადგურმა“ განახორციელა. ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია 88 მლნ კვტ/საათი. ქარის ელექტროსადგური შედგება ექვსი აგრეგატისაგან, თითოეულის სიმძლავრე შეადგენს 3,45 მგვტ-ს. ქართლის ქარის ელექტროსადგური ხელს შეუწყობს მთავრობის სტრატეგიას, რომელიც დაბალემისიებიანი გენერაციის განვითარებას და ზამთრის სეზონზე ქვეყნის მოთხოვნის ნაწილის ქარის ენერგიით დაკმაყოფილებას ითვალისწინებს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)