07:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 09:57:58, 1181 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილე რეგიონული სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო ფორუმს დაესწრო

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საერთაშორისო ფორუმს - „ბირთვული და რადიოლოგიური გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში: მიზეზები, შედეგები და საპასუხო ზომები“ დაესწრო და სიტყვა წარმოთქვა.

შსს-ს ინფორმაციით, შალვა ხუციშვილმა ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ღონისძიება ყოველ წელს გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს რეგიონში ეროვნული სახელმწიფოების კონტროლის მიღმა დარჩენილი ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები და საერთაშორისო ბირთვულ უსაფრთხოებაზე მათი უარყოფითი ზეგავლენა. ღონისძიების მიზანი იყო პოტენციური საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული მექანიზმების განსაზღვრა, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ბირთვული და რადიოლოგიური ტერორიზმის საფრთხის შემცირება.

ფორუმს ასევე დაესწრნენ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.

ღონისძიება შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ბრიტანეთის ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics