21:22 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 22:37:06, 804 ნახვა

სპეციალური ანონსი
6 ოქტომბრის სპეციალური ანონსი

6 ოქტომბერს, 10:00 საათზე, ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული ინფრასტრუქტურის პირველი კონფერენცია გაიმართება, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრება.
მის.: კოსტავას ქ. 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV სასწავლო კორპუსი, V სართული, საკონფერენციო დარბაზი

6 ოქტომბერს, 10:30 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. პრესკონფერენციას ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ნილს სკოტი გახსნიან. 
მის.: ვარდების მოედანი #1

6 ოქტომბერს, 10:30 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი მთავრობის წევრებთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში, საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის, „ქართლის“ გახსნის ცერემონიალს დაესწრებიან.
საკონტაქტო პირი ირაკლი გაფრინდაშვილი - 599 56 18 47

6 ოქტომბერს, 11:00 საათზე, "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერები პაატა ბურჭულაძე, გიორგი ვაშაძე და პარტიის წევრი, ჯონი კვარაცხელია, პარტიის ოფისში დევნილებს შეხვდებიან და დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით გაერთიანების პროგრამას გააცნობენ. შეხვედრას დაესწრებიან აფხაზთა კრების ლიდერი და არასამთარობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მის.: სპორტის სასახლესთან, სუპერმარკეტ "სპარის" მეორე სართული
საკონტაქტო პირი თამუნა ჯინჭარაძე - 551 662 525 

6 ოქტომბერს, 11:00 საათზე, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის სერტიფიკატებით კასპის რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კლუბის წევრი საწარმოების დაჯილდოება გაიმართება. მის.: კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მ. კოსტავას ქ.#18 საკონტაქტო პირები: მალხაზ ადეიშვილი - 599 531 427, ნიკოლოზ ჯავშანაშვილი, - 568 116 101

6 ოქტომბერს, 12:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდება. 

6 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ევროპის სახლში გაიმართება საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის GMTU პრეზენტაცია, რომელიც წარმოადგენს საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირის დარგობრივ გაერთიანებას, რომელიც მედიაში დასაქმებულთა უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული. 
მის.: შალვა დადიანის ქ. #2 (თავისუფლების მოედანი)
საკონტაქტო პირი ლაშა მესხი - 598 544 944

6 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ახალ სამშობიაროს PINEO Luxury, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამშობიაროს დირექტორთან, ზაზა სინაურიძესთან ერთად გახსნის. 
მის: გორგასალის ქ. #93
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009

6 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი პარლამენტში IRI-ისა და NDI-ის სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდება (შეხვედრის შემდეგ, დაახლოებით 16:00 საათზე დავით უსუფაშვილი კომენტარს გააკეთებს).

6 ოქტომბერს, 15:00 საათზე, "საქართველოს უსინათლოთა კავშირის" კულტურის ცენტრში "მემარცხენე ალიანსის" ლიდერების და პარტიის კრწანისის მე-7 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ გიხაძის წინასაარჩევნო დასკვნითი შეხვედრა შშმ პირებთან გაიმართება. 
მის.: რუსთავის გზატკეცილი 18/20, ქვემო ფონიჭალა, "საქართველოს უსინათლოთა კავშირის" კულტურის ცენტრის შენობა
საკონტაქტო პირები: ნინო ქეშელაშვილი - 598 700 642, ზურაბ გოხაძე - 555 38 88 17

6 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მონაწილეობით, საქართველოს პრეზიდენტის, თბილისის მერიისა და ს.ს. „ლისი ლეიქ დეველოპმენტის” მიმართ, ლისის ტბის წართმევის საქმეზე, ბიზნესმენ რამაზ ახლედიანის სარჩელის განხილვას განაახლებს. 
მის.: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კვ.მ, 6, დარბაზი 39
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 291 202

6 ოქტომბერს, 16:00 საათზე, განათლების მულტიმედია ცენტრში ჯამპსტარტი საარჩევნო მონაცემების შესახებ ვორქშოპი გაიმართება.
მის.: ალექსანდრე ჭავჭავაძის ქ. #10 ა
საკონტაქტო პირი ქრისტინა ფარჯიანი - 598 90 64 74

6 ოქტომბერს, 18:00 საათზე, კინოთეატრში „ამირანი“ მიწვეული სტუმრებისთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით გადაღებული დოკუმენტური ფილმის: „ევროპა საქართველოში - დიუმას ნაკვალევზე“ ჩვენება გაიმართება. 

6 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ირაკლი ბუგიანის გამოფენა, სახელწოდებით ”ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში გაიხსნება”. 
მის.: რუსთაველის გამზ. №11





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გადაწყდა, რომ გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდება
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics