07:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 17:33:24, 1359 ნახვა

სამართალი
ქსენოფობიური რეკლამის გამო, ცესკო-მ „პატრიოტთა ალიანსს“ ადმინისტრაციულ სამართლდარღვევის ოქმი შეუდგინა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქსენოფობიური შინაარსის საარჩევნო რეკლამის გამო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს მიმართ ადმინისტრაციულ სამართლდარღვევის ოქმი შეადგინა, ამის შესახებ განცხადებას პლატფორმა "არა ფობიას" ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "პატრიოტთა ალიანსმა" 2016 წლის 22 სექტემბრიდან მედიაში ქსენოფობიური შინაარსის პოლიტიკურ საარჩევნო რეკლამა განთავსა. მათ სააგიტაციო მასალაში და სოციალურ ქსელ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულია აშკარა თურქოფობიული შინაარსის შემცველ ინფორმაცია, რომელშიც  ცალსახად და აშკარად იკვეთება პოლიტიკური ძალის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება თურქი ეროვნების ხალხის მიმართ, რითაც პოლიტიკური პარტია ცდილობს თურქი ხალხისგან მტრის ხატის შექმნას და მათ წინააღმდეგ ბრძოლა პარტიის ერთ-ერთ მთავარ მიზნადაა წარმოდგენილი. განცხადებაში ასევე წერია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მიერ გამართულ ზეპირ მოსმენაზე ზემოხსენებული პოლიტიკური სუბიექტის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნება. 

"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ბლოკის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია" მიმართ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექის" 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართლდარღვევის ოქმი შეადგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას გადაუგზავნა.

საარჩევნო ბლოკმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციამ" 2016 წლის 22 სექტემბრიდან მედიაში ქსენოფობიური შინაარსის პოლიტიკურ საარჩევნო რეკლამა განთავსა. ასევე, მათ სააგიტაციო მასალაში და სოციალურ ქსელ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულია აშკარა თურქოფობიული შინაარსის შემცველ ინფორმაცია, რომელშიც  ცალსახად და აშკარად იკვეთება პოლიტიკური ძალის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება თურქი ეროვნების ხალხის მიმართ, რითაც პოლიტიკური პარტია ცდილობს თურქი ხალხისგან მტრის ხატის შექმნას და მათ წინააღმდეგ ბრძოლა პარტიის ერთ-ერთ მთავარ მიზნადაა წარმოდგენილი.

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!" წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ზემოაღნიშნული ფაქტების გამო ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყების მოთხოვნით 2016 წლის 28 სექტემბერს მიმართეს. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან 3 ოქტომბერს გამოგზავნილი პასუხით გვეცნობა, რომ ცესკოს თავმჯდომარის მიერ იმავე დღეს გამართულ ზეპირ მოსმენაზე ზემოხსენებული პოლიტიკური სუბიექტის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნება", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics