|
2016-10-05 15:27:32, 642 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ დანელიას ,,რესპუბლიკური პარტიის“ მარტვილის რეგიონალური ორგანიზაციის 60-მა წევრმა მხარდაჭერა გამოუცხადა
„ქართული ოცნების“ მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ოთარ დანელიას „რესპუბლიკური პარტიის“ მარტვილის რეგიონალური ორგანიზაციის 60-მა წევრმა მხარდაჭერა გამოუცხადა. ,,გააზრებული გვაქვს რა რეგიონში არსებული წინასაარჩევნო პოლიტიკური ვითარება და ვითვალიწინებთ მიმდინარე პროცესებს, რესპუბლიკური პარტიის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა გადავწყვიტეთ, დავდგეთ ყოველგვარი პარტიული ინტერესებზე მაღლა და მხარი დავუჭიროთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელშიც ვხედავთ ჩვენი რეგიონის განვითარების ერთადერთ გზას. მარტვილის რაიონული ორგანიზაციის სრული შემადგენლობით, 60 წევრით ჩვენ ვუერთდებით ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ კურსს და ნდობას ვუცხადებთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მარტვილსა და აბაშაში ოთარ დანელიას. ჩვენს რიგებშია მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,რესპუბლიკელების“ ყველა წევრი. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას,რომ გააკეთონ სწორი არჩევანი!“-ამის შესახებ მარტვილის შტაბში რესპუბლიკური პარტიის მარტვილის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ შოთა ბაღიშვილმა ჰანაცხადა. მოქალაქეთა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა აკაკი ხუნწელიამ მადლობა გადაუხადა რესპუბლიკური პარტიის წევრებს. ,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავერთიანდეთ და ერთად დავდგეთ ქვეყნის განვითარების სამსახურში, მხარი დავუჭიროთ პარტია ,,ქართული ოცნება დამოკრატიულ საქართველოს“ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მარტვილსა და აბაშაში ოთარ დანელიას“,-განაცხადა ხუნწელიამ. (NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)