|
2015-01-11 10:47:28, 2595 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპატრამენტის პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა და სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს. შსს-ს ინფორმაციით, აქციაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 255-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე ორი წელია თანამშრომლობს იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებულ „სისხლის ბანკთან“. აქციის ფარგლებში, უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები სისტემატურად აბარებენ სისხლს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის. აღნიშნულ ღონისძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)