|
2016-10-05 12:26:00, 1824 ნახვა
სამართალი კომენტარი
ახვლედიანი: თუ კომუნიკაციის წესი დავარღვიე, მაშინ დავარღვიე ივანიშვილიდან დაწყებული ყველასთან და ყველა დააჯარიმონ
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს არაკომპეტენტურობასა და უცოდინრობაში ადანაშაულებს. როგორც ახვლედიანმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, იმ ვითარებაში, როცა ნიკა გავრამიასთან საუბრის ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არაა, საბჭოს მხრიდან ამ საკითხზე მსჯელობა არასწორია: „ვცდილობ, არჩევნებამდე არანაირი კომენტარი არ გავაკეთო. ერთს გეტყვით, რომ მათი კომპეტენცია კიდევ ერთხელ გამოჩნდა. მარტივ მაგალითს გეტყვით, სასამართლო პროცესი რომ იყოს და ასე ინტერნეტიდან ამობეჭდილი რაღაცა მოწმის ჩვენებად მიიღონ, დაახლოებით ამას აკეთებენ.ვინმემ რამე დაადგინა? ეს ის არის, რაზეც ნამდვილად მე ვსაუბრობ, სწორია ყველაფერი, რაც იქ არის?! ამაზე რომ მსჯელობს წინასარჩევნო პერიოდში, ასე საჩქაროდ, იქნებ დაელოდოს ჯერ რა და როგორ ხდება? აქიდანაც ჩანს მათი დაინტერესება. უცოდინარი, არაკომპეტენტური ადამიანებისგან შედგება საბჭო. ამ უცოდინარმა ადამიანებმა არც კი იციან, რომ პირადი საუბრების საკითხზე მსჯელობენ და არავის დაუდგენია, ვინ გაავრცელა, ფაბრიკაციაა, ნამდვილად ასეა? გამოიძიონ“,-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა და დასძინა, რომ თუ მან გვარამიასთან საუბრით მოსამართლეთა კომუნიკაციის შესახებ კანონი დაარღვია, მაშინ ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, ბევრ ადამიანთან დაარღვია და ყველა დააჯარიმონ: „თუ მე კომუნიკაციის წესი დავარღვიე, მაშინ დავარღვიე დაწყებული ბიძინა ივანიშვილიდან ყველასთან ამ ქვეყანაში, შესაბამისად, დააჯარიმონ მაშინ ყველა დანარჩენიც. კიდევ რამდენ ავადმყოფურ რამეს მოიფიქრებენ ნამდვილად არვიცი. მე განვაცხადე რაც ხდებოდა, რა მაფია მოქმედებს სასამართლო სისტემაში“,-აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა. ცნობისთვის, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. საბჭოს წევრების შეფასებით, მამუკა ახვლედიანმა ეთიკის ყველა წესი დაარღვია და მოქმედი მოსამართლე რომ ყოფილიყო, მას სასამართლო სისტემიდან გათავისუფლება ელოდებოდა. საბჭო მიიჩნევს, რომ კომპეტენტურმა ოგანოებმა სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრან.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)