07:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 11:51:17, 1445 ნახვა

სამართალი
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მამუკა ახვლედიანს თანამედროვე ყვარყვარე უწოდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანსა და "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

საბჭოს წევრებმა სხდომაზე მამუკა ახვლედიანი გააკრიტიკეს.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა, თვეების განმავლობაში სასამართლოს კრიტიკა მიმდინარეობდა და „ახლა რეალურად გამოჩნდა რა იყო ამის მიზეზი”.

”იყო ბრალდებები, რომლებიც კონკრეტულ წყაროს და კონკრეტული პირის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. საზოგადოება და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პოლიტიკოსები ამას იყენებდნენ როგორც საშუალებას, რომ სასამართლო სისტემაზე განხორციელბულიყო ლანძღვა, ისტერიკა. აქედან გამომდინარე, სასამართლო სისტემამ უნდა იმსჯელოს, რა მოხდა რეალურად და იყო თუ არა სწორი საბჭო, როცა თვეების განმავლობაში მოქმედებდა და იმ ნაბიჯებს დგამდა, რა ნაბიჯებიც გადადგა. თვეების განმავლობაში მიდიოდა სასამართლოს დისკრედიტაცია, მისი ძირითადი წყარო და ინფორმაციის მიმწოდებელი რეალურად თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე იყო",-განაცხადა მურუსიძემ.

მურუსიძემ არასამთავრობოებს მიმართა დაიწყონ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან.

იუსტიციის საბჭოს წევრმა სერგო მეთოფიშვილმა ასევე მიმართა შესაბამის ორგანოებს დაინტერესდნენ იმ ელექტრონული პროგრამის განხორციელებით, რომელიც ახვლედიანის თავმჯდომარეობის პერიოდში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა.

იუსტიციის საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა გოჩა მამულაშვილმა მამუკა ახვლედიანს თანამედროვე ყვარყვარე უწოდა.

ცნობისთვის, იუსტიციის საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის გავრცელებული აუდიო ჩანაწერი განიხილება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics