|
2016-10-05 10:25:29, 666 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი აშშ-ის კონგრესმენ სტივ რასელს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთან სტივ რასელთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ურთიერთობების დიდ პოტენციალზე, განსაკუთრებით, ისეთ სფეროებში, როგორიც არის ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა და განათლება. უწყების ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა მიმდინარე წლის 6 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში ვიზიტისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული მემორანდუმის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კონგრესმენს მადლობა გადაუხადა 2016 წლის 7 სექტემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის. დავით ზალკალიანმა კონგრესმენს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მთავრობის ქმედებებისა და ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს შესახებ. თავის მხრივ, კონგრესმენმა რასელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მნიშვნელობას.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)