21:21 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 00:26:49, 791 ნახვა

სპეციალური ანონსი
5 ოქტომბრის სპეციალური ანონსი

5 ოქტომბერს, 09.50 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, მე-3 სართულზე, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრ გაო ხუჩენს შეხვდება. 

5 ოქტომბერს, 10:00 საათზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საგანგებო სხდომა გაიმართება. 
თემა: მედიით გავრცელებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესთან განხორციელებული კომუნიკაციის ფაქტები.

5 ოქტომბერს, 10.45 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის მე-12 სართულზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრ გაო ხუჩენს შეხვდება. 

5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმროში „ტიფლის პალასი“, ყოველთვიური საქმიანი ჟურნალი Business Time Georgia წამყვან პოლიტიკურ პარტიებთან, ეკონომიკური სფეროს სხვადასხვა ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრას გამართავს.
მის: გოგრასლის ქ. #3
საკონტაქტო პირი თამუნა ქემერტელიძე - 593 90 33 33

5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი და საკრებულოს ფრაქციის „რესპუბლიკელები“ წევრი დავით ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავენ.
თემა: თბილისში იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის შესაძლო გაშენება.
მის.: თავისუფლების N2

5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საერთაშორისო მედია-ცენტრი - არჩევნები 2016 გაიხსნება. მედია-ცენტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე გახსნის.
მის.: შ. დადიანის ქ. #2/1

5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მერვე მოწვევის პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის შეფასებას წარადგენს.
მის.: აღმაშენებლის გამზ. # 61

5 ოქტომბერს, 11:30 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციის მე-12 სართულზე, საქართველოს პირველი ვიცე - პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრი გაო ხუჩენი მემორანდუმს მოაწერენ ხელს. 

5 ოქტომბერს, 11:40 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, მე-12 სართულზე, საქართველოს პირველი ვიცე - პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრი გაო ხუჩენის მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. 

5 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სოფელ დიღომში, № 4 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ჯონდი ბაღათურია მისი საარჩევნო შტაბის წევრები, სოფელ დიღმის ფერმერს მოსავლის აღებაში დაეხმარებიან და თავის საარჩევნო პროგრამას გააცნობენ. 
მის: სოფელი დიღომი, სარაჯიშვილის ქ. № 29, წმინდა მარინეს სახელობის ტაძრისა და სკოლის წინმდებარე მოედანი 

5 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ზ. წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში სადაზღვევო კომპანია ალდაგი ახალი სოციალური პროექტის - ონლაინ სამუშაო ქსელის პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებას სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

5 ოქტომბერს, 13:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროსთან, 100 000 ხელმომწერთა საინიციატივო ჯგუფი პრესკონფერენციას გამართავს და მინისტრთან შეხვედრას მოთხოვს.
თემა: არაელექტრონული პირადობის მოწმობების დაშვება.
მის.: ორთაჭალა, გორგასლის ქ. #24ა
საკონტაქტო პირი ზაზა ნანობაშვილი - 555 399 923; 593 525 388

5 ოქტომბერს, 14:00 საათზე, „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თანადამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ. 
მისი: მარჯანიშვილის ქ. #7
საკონტაქტო პირები: სოფო ჭუმბურიძე - 599 120009, რუსუდან ფანოზიშვილი - 599 104043, თეონა დოლენჯაშვილი - 599 265717

5 ოქტომბერს, 16:00 საათზე, მასწავლებლის სახლში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი 100-ზე მეტ პედაგოგს და განათლების სფეროს სპეციალისტს უმასპინძლებს. ღონისძიებას დაესწრება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ასევე სამინისტროში შემავალი სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელი პირები. 
მის: გმირ კურსანტთა ქ. N1 (პოლიციის აკადემიასთან)

5 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში თანამედროვე ქართველ კერამიკოსთა გამოფენა გაიხსნება.
მის.: შოთა რუსთაველის გამზ. 11

5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, Bassiani Concert Hall-ში Molly Nillson კონცერტს გამართავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გადაწყდა, რომ გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდება
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics