|
2016-10-04 18:37:10, 927 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკომ და რუსთავში “ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა ამომრჩევლებთან ერთობლივი შეხვედრები გამართეს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და რუსთავში “ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა ამომრჩევლებთან ერთობლივი შეხვედრები გამართეს. პირველი შეხვედრა „აზოტის“ ქარხნის დარბაზში რუსთაველ მედიკოსებთან გაიმართა. „რუსთაველი კოლეგებისგან დავალებული ვარ. პირველი ნაბიჯები, როგორც ექიმმა, რუსთავში გადავდგი, აქაურები მხარში მედგნენ დამწყებ ექიმს და ბევრი რამ სწორედ მათგან ვისწავლე. თუმცა, ახლა უფრო საინტერესოა, თუ რა გეგმები გვაქვს სამომავლოდ რუსთავთან მიმართებაში. მთავარია თქვენ სწორი არჩევანი გააკეთოთ, რადგან ნებისმიერი სახელმწიფოს წამოწყება მოქალაქეთა მხარდაჭერის და შრომის გარეშე ვერ განხორციელდება. მე რომ რუსთაველი ვიყო, ზუსტად ვიცი, ვის მივცემდი ხმას და ვის ვანდობდი ამ ქალაქის ბედს“ - განაცხადა დავით სერგეენკომ. 29-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს მხარდაჭერისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ საფუძველი ჩაუყარა სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპზე დაფუძნებულ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკას, რომლის შემდგომი სრულყოფა საქართველოში თითოეული ადამიანის ღირსეულ ცხოვრებას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს, ეს პროგრამა სახელმწიფოს ყველაზე წარმატებულ პროექტად ითვლება. ჩვენი თანაქალაქელები შეხვედრის დროს არაერთგზის გამოხატავდნენ მადლიერებას სწორედ ჯანდაცვის მინისტრის მიმართ“, - აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა, პაატა მხეიძემ. 30-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბეგაძემ მადლობა გადაუხადა რუსთაველ მედიკოსებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ღირსეული მონაწილეობისათვის. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, მედიკოსებმა მინისტრს ჯანდაცვის პროგრამაში განსახორციელებელ ცვლილებებზე კითხვები დაუსვეს. (NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)