|
2016-10-04 17:12:08, 666 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჟვანია დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის განხორციელებულ საქმიანობაზე მიაწოდა ინფორმაცია. „ჩვენ დღეს წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია სრულად მივაწოდეთ დიპლომატიური კორპუსისწარმომადგენლებს. ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ის მიღწევა, რასაც საარჩევნო ადმინისტრაციამ მიაღწია, ასევე არისსაერთაშორისო ორგანიზაციების დამსახურებაც, ვინაიდან საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და კარგი პრაქტიკისმიხედვით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ჩვენ ძალიან დიდი დახმარება მივიღეთ“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ. პრეზენტაციაზე თამარ ჟვანიამ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ამომრჩევლებზე, საუბნოსაარჩევნო კომისიებზე, დამკვირვებლებზე, ცესკოს საინფორმაციო კამპანიაზე, ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობაზე, ცესკოსგენდერულ პოლიტიკაზე. თამარ ჟვანიამ დღესვე შეხვედრის მონაწილეებს შედეგების დათვლის ცენტრი დაათვალიერებინა, საიდანაც 8 ოქტომბერს შედეგებისდათვლის პროცესის ტრანსლაცია განხორციელდება. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შეეძლებაინტერნეტის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში, ცესკოს ოფიციალური ვებ-გვერდის და სოციალური ქსელების მეშვეობით დააკვირდესშედეგების დათვლის პროცედურას, ვიდეოგადაღების 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებითდეტალური ინფორმაცია მიიღეს. „მინდა აღვნიშნო, ცესკოს ინიციატივა, მოკლედ მოეწოდებინა ინფორმაცია საარჩევნო მოსამზადებელი აქტივობებისა და ცალკეულიდეტალების შესახებ, იყო ძალიან კარგი იდეა. ეს ინფორმაცია არ არის საჭირო მხოლოდ დიპლომატიური კორპუსისთვის, არამედსაჭიროა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ დადებითად ვაფასებთ მოსამზადებელ აქტივობებს, რომელიც განხორციელდა ყველოლქსა და რეგიონში. ველოდებით არჩევნების დღეს და იმ დასკვნებს, რასაც ჩვენი მონიტორინგის ჯგუფები მოამზადებენ. უნდააღვნიშნო, რომ ერთნაირი ყურადღებით დავაკვირდებით როგორც პირველ ტურს, ასევე, დანიშვნის შემთხვევაში, მეორე ტურსაც“, -განაცხადა საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს გამართულ შეხვედრას 20 საელჩოსა და 6 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიდაესწრნენ.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)