|
2016-10-04 16:23:16, 578 ნახვა
პოლიტიკა
ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის მნიშვნელობაზე იმსჯელეს
ბრიუსელში ევროპული პოლიტიკის ცენტრში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატის მნიშვნელობაზე და მის შედეგებზე იმსჯელეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დისკუსიაში, რომელიც ევროპული პოლიტიკის ცენტრისა და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართა, მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლინას ლინკევიჩუსმა, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტმანეტის დირექტორმა თომას მაიერ-ჰართინგმა, ევროპული პოლიტიკის ცენტრისა და კენტის უნივერსიტეტის ანალიტიკოსებმა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის პოლიტიკას აღმოსავლეთ პარტნიორი სახელმწიფოების მიმართ, აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივებს და ასრებულ გამოწვევებს. შეხვედრის მონაწილეების მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს შთამბეჭდავ პროგრესსა და გაწეულ ძალისხმევას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მისი განცხადებით, ევროკავშირი თავის მხრივ ვალდებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს დაანახოს საკუთარი დაპირებების შესრულების მზაობა და ამის საუკეთესო მაგალითია საქართველო, რომელმაც შეასრულა ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული ვალდებულებები და იმსახურებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას. ღონისძიების მონაწილეებს მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატის მნიშვნელობაზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, რის შედეგადაც ქვეყანამ უამრავი რეფორმა გაატარა და ლიდერად იქცა დემოკრატიული ტრანსფორმაციის, ინსტიტუციური განვითარების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფის და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით. „დღეს საქართველო ევროკავშირის ასოცირებული სახელმწიფოა და თავადაც ახდენს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ევროკავშირში, როგორც უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ასევე საერთო ფასეულობებისა და პრინციპების დაცვის თვალსაზრისით", - აღნიშნა ჯანელიძემ. მან ღონისძიების მონაწილეებს გააცნო ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში გატარებული ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმები და ის კონკრეტული შედეგები, რაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებამ მოუტანა. მისი განცხადებით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმმა სრულად შეცვალა საქართველოში ეკონომიკური არქიტექტურა და მნიშვნელოვნად გაზარდა ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა. მიხეილ ჯანელიძემ, ასევე, ისაუბრა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე და ამ თვალსაზრისით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მან მაგალითად მოიყვანა საერთაშორისო დამკვირვებლების შუალედური ანგარიშები და საერთასორისო პარტნიორების შეფასებები საქართველოში დემოკრატიული საარჩევნო გარემო არსებობის შესახებ. „ საქართველოს ხელსუფლების სურვილია არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც დარწმუნდნენ იმაში, თუ რაოდენ დემოკრატიულად მიმდინარეობს პროცესი და რა მაღალი სტანდარტებით ჩატარდება არჩევნები", - განაცხადა ჯანელიძემ. ევროპის პოლიტიკის ცენტრის მიერ ორგანიზებული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მას ევროკავშირის საკითხზე მომუშავე ექსპერტები, მედიის, კვლევითი და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლენი ესწრებოდნენ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)