|
2016-10-04 16:11:08, 676 ნახვა
პოლიტიკა
დავით თარხან-მოურავი არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე საუბრობს
„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი საპარალამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე საუბრობს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თარხან-მოურავმა აღნიშნა, პარტიას ბევრი მხარდამჭერები ჰყავს საქართველოს მასშტაბით და შეუძლებელია მისი რეიტინგი 2% იყოს. "ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოვიდა და ხმა მისცა მილიონ 480 000-მა ადამიანმა. მათი 2 % არის დაახლოებით 28 000 კაცი. ამიტომ მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ ბათუმის აქციაზე იყო 28 000 კაცი, ანუ 2% უკვე იყო ბათუმის აქციაზე. ამას ვეუბნები პირველ რიგში ტელეკომპანია "იმედს" და "რუსთავი 2" -ს. ჩვენ მხარდამჭერები გვყავს თბილისშიც, ქუთაისშიც, თელავშიც,კასპშიც, გორშიც და სხვა ბევრ რეგიონში, ამიტომ უნდა გესმოდეთ, რომ სრულიად შეუძლებელია „პატრიოტთა ალიანსის“ რეიტინგი იყოს 2%", - განაცხადა თარხან-მოურვმა. თარხან-მოურავის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს მუდმივად აყალბებს. ამასთან, პარტიის თავმჯდომარემ ჟურანლისტებს ხელმოწერები წარმოუდგინა. მისივე განმარტებით, 180 000 ადამიანი ხელს აწერს შეთანხმებას, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმას სწორედ „პატრიოტთა ალიანსს“ მისცემს. „აქ არის 180 000 ხელმოწერა, კიდევ 100 000 არის რეგიონებში, ვიცოდით რა, რომ არჩევნები შესაძლოა, გაყალბდეს, გამოვიგონეთ და გავაკეთეთ ისეთი რამ, რაც არასდროს არავის გაუკეთებია. შევქმენით დოკუმენტი რომელსაც ჰქვია შეთანხმება და სადაც ადამიანი თავისი სახელი-გვარით და პირადი ნომრით ხელს აწერს შეთანხმებას. ვიმეორებ, აბსურდია, ის, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ 2% აქვს. ჩვენ ვართ რეიტინგით პირველ ადგილზეაჭარაში, კახეთში და ბევრ რეგიონში, ხოლო ჯამურად მეორე ძალა ვართ „ქართული ოცნების“ შემდეგ“,-განაცხადა თარხან-მოურავმა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)