15:44 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 11:54:08, 2258 ნახვა

მსოფლიო
BBC: "ალ-ნუსრას ფრონტმა" ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა

სირიაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფება “ჯებჰატ ფათჰ აშ-შამი”, რომელიც წარსულში ცნობილი იყო როგორც “ალ-ნუსრას ფრონტი”, ერთ-ერთი ლიდერის, მქადაგებლის აბუ ფარაჯ ალ-მასრის გარდაცვალების შესახებ იტყობინება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, ალ მასრი იდლიბის პროვინციაში უპილოტო თვითმფრინავის დარტყმას ემსხვერპლა.

სირიელი ოპოზიციონერების განცხადებით, “ალ-ნუსრას ფრონტის” ლიდერი ავიადარტყმის დროს ავტომობილით თანამებრძოლებთან ერთად მგზავრობდა. ამასთან, BBC თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ ანტიტერორისტულ კოალიციას ეკუთვნოდა.

ცნობისთვის, 8 სექტემბერს “ალ-ნუსრას ფრონტმა" მისი საველე მეთაურის აბუ ომარ სარაკების ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა. ავიადარტყმა ალეპოს პროვინციაში განხორციელდა. თუმცა უცნობია, თუ რომელი ქვეყნის ავიაციამ განახორციელა დარტყმა.

სექტემბრის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება, რომ ვაშინგტონი “ალ-ნუსრას” ფრონტის ლიკვიდაციისთვის მზად არის. ლავროვის მტკიცებით, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას დაჯგუფებაზე არც ერთი დარტყმა არ განუხორციელებია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას აბსურდული უწოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics