21:23 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 23:09:05, 696 ნახვა

სპეციალური ანონსი
4 ოქტომბრის სპეციალური ანონსი

4 ოქტომბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიას” დიდ დარბაზში, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი პირები საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პრეზენტაციას გამართავენ. ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიღებს. 
მის: ვარდების რევოლუციის მოედანი N1
საკონტაქტო ტელ: 577 75 79 79 

4 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ცესკო-ს თავმჯდომარე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება და იმ აქტივობების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის განახორციელა.
მის: აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კმ.

4 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმის სფეროს კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

4 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს და ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსის, ავთანდილ გალდავასგან დაზარალებულ ადვოკატს წარმოადგენს.
მის: ძმები ზუბალაშვილების ქ. #36

4 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი მარიამ სვიმონიშვილი „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგიისა და მექანიზმების თაობაზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მთავარი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს. 
მის: იოსებიძის ქ. #57, I სართული
საკონტაქტო პირი გიორგი ზოიძე - 599 291202 

4 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე ბრიფინგს გამართავს. 
მის: პოლიკარპე კაკაბაძის ქ. #7ბ
საკონტაქტო ტელ: 555561990

4 ოქტომბერს, 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში (გულუას ქ.N10) ერთობლივი ოპერაციების ცენტრი გაიხსნება. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, მთავრობის წევრები და მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.

4 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სასტუმროში ”რედისონ ბლუ ივერია” განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის განათლების საერთაშორისო ცენტრისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობით „განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი 2016“ გაიმართება, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გახსნის. 

4 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ფოთში პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი საწარმოს ”საქართველოს ცემენტის კომპანია“ მოინახულებს. 
მის: კოკაიას ხეივანი #2

4 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სოფელ ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმს ეწვევა. 

4 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ფოთში პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი საწარმოს ”აჭარა ტექსტილეს” ესტუმრება. 
მის: ფოთი, მოწერილიას ქ. #31

4 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურისა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრის, ბიულენთ თუფენქჯის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. 
მის: გორგასლის ქ. #16 

4 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ვაკის პარკში, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდება.

4 ოქტომბერს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში წიგნის „ქართველები – ყველაფერი ქართველთა კულტურისა და ეთნოსის შესახებ“ პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: ივ. მაჩაბლის ქ. №13
საკონტაქტო პირი ნათია ზაქრაძე - 558 15 15 83

4 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მიხეილ გიორგაძე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, თეატრის 48-ე სეზონის გახსნასა და ჯუზეპე ვერდის ოპერის „ტრავიატა“ პრემიერას დაესწრება.

4 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ”არტარეა გალერეა“ საერთაშორისო პროექტს „Love Song” უმასპინძლებს.
მის.: დ. აბაშიძის ქ. #10, ტელეკომპანია „არტარეა“ 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გადაწყდა, რომ გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდება
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics