07:51 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 11:47:48, 348 ნახვა

პოლიტიკა
სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

სახელმწიფო უწყებებში სტაჟირების მსურველთა მეორე ნაკადის რეგისტრაცია დღეს იწყება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტებს  საშუალება ექნებათ, საკუთარი მონაცემები განათავსონ  ელექტრონულ ბაზაში, ვებ-გვერდზე - www. stajireba.gov.ge. განაცხადები 26 მარტის 15:00 საათამდე მიიღება.

საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის, ეკატერინე ქარდავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე სტაჟირებისთვის 8746 ვაკანტური ადგილია, ხოლო მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 13 527 წარჩინებული სტუდენტი და კურსდამთავრებული.

„2014 წლის სექტემბერში სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 1351 სტუდენტი და კურსდამთავრებული დარეგისტრირდა, რომელთაგან სხვადასხვა მიზეზთა გამო (პირადი განცხადების საფუძველზე სტაჟირებაზე უარი, სტაჟირების ადგილზე გამოუცხადებლობა, სტაჟირების არასაპატიო გაცდენა და ა.შ.) სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა წარმატებით დაასრულა 908 სტუდენტმა/კურსდამთავრებულმა.

აღსანიშნავია, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გავლის შემდგომ სტაჟირების ადგილზე  - სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში, შრომითი ხელშეკრულებით 49 სტაჟიორი დასაქმდა.

სექტემბრის ნაკადის ფარგლებში ყველაზე პოპულარულ საგანმანათლებლო მიმართულებებს სოციალური მეცნიერებები, სამართალი და ბიზნესადმინისტრირება წარმოადგენდა.

საჯარო უწყებებში სტაჟირების პროგრამა უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას,  საჯარო სამსახურის ბიუროსა და 28 აკრედიტებულ უნივერსიტეტს შორის პროგრამის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.

სტაჟირების პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებს, რომელთაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (beer) ძალიან კარგი 81-90%);  სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვთ, აგრეთვე, იმ კურსდამთავრებულებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნული მაღალი აკადემიური მოსწრების მოთხოვნებს და მათი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელზე მეტი.

ცნობისთვის, საჯარო უწყებებში სტაჟირების პროგრამა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წლიდან დაიწყო. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საჯარო მოხელისთვის აუცილებელი პროფესიული გამოცდილება და საჯარო უწყებების მუშაობის პრინციპებს გაეცნონ. პრემიერის ინიციატივის მიზანია, სტუდენტებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და გაუმჯობესების საშუალება მიეცეთ.  საჯარო უწყებებში სტაჟირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდებისთვის დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics