|
2016-10-03 18:14:38, 794 ნახვა
პოლიტიკა
სლოვაკეთი იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიიზაციის საკითხზე დაგეგმილი განხილვა დადებითი შედეგით დასრულდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სლოვაკეთის მუდმივ წარმომადგენელს პიტერ იავორჩიკს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებული პროცედურების მიმდინარეობა განიხილეს. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მხრიდან აღინიშნა, რომ საკითხის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირის საბჭოში ევროკავშირის წევრებს შორის და თავჯდომარე ქვეყანა მუშაობს ყველა საჭირო პროცედურის წარმატებით და დროულად დასრულების მიმართულებით. ამასთან, პიტერ იავორჩიკმა გამოთქვა იმედი, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში დაგეგმილი განხილვა დადებითი შედეგით დასრულდება უახლოეს მომავალში და სლოვაკეთს, როგორც თავმჯდომარე ქვეყანას მიეცემა მანდატი შემდგომი პროცედურების განსახორციელებლად. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს თვალსაჩინო პროგრესი ვიზალიბერალიზაციის პროცესით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, რაც არაერთხელ ითქვა ევროკავშირის მხრიდანაც. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დროულად შემოღების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოსთვის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)